Thursday, January 30, 2014

ოსტატი და მარგარიტა - The Master & Margarita




      "... ამასობაში კი დაფაზე დიდი აურზაური სუფევდა.გუნებაწამხდარი თეთრმოსასხამიანი მეფე უჯრედში ფეხს ინაცვლებდა და განწირული იქნევდა ხელებს. ალებარდებიანი სამი თეთრი პაიკი-ლანდსნესტი დაბნეული შესცქეროდა ხმალამოწვდილ ოფიცერს, შეტევაზე გადასვლას რომ უბრძანებდა , იქ კი , წინ , თეთრსა და შავ უჯრედებში , ორ აჭიხვინებულ ცხენზე ისხდნენ ვოლანდის მხედრები და ცხენები ფლოქვებით თქერავდნენ ნიადაგს."



"არასოდეს არაფერი არ ითხოვოთ ! არაფერი ! მით უმეტეს იმათგან , ვინც თქვენზე ძლიერია. თვითონ შემოგთავაზებენ და თვითონ მოგცემენ ყველაფერს"

"და მაინც ვინ ხარ , ბოლლოსდა ბოლოს? - მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც მარად ბოროტება სურს და სიკეთეს კი იქმს " - გოეთე , "ფაუსტი"

"ადამიანთა ცოდვათაგან ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა შიშია"-ჰა ნოცრი

ვოლანდი : რად ეღირება ეგ შენი სიკეთე , ბოროტება რომ არ არსებობდეს და რას დაემსგავსებოდა დედამიწა, ჩრდილი რომ გამქრალიყო ?ჩრდილი ხომ საგნებისა და ადამიანებისგან წარმოიქმნება , აჰა, ჩემი დაშნის ჩრდილი. მაგრამ არსებობს ხეებისა და ცოცხალ არსებათა ჩრდილიც. შენ , როგორც ჩანს , გსურს დედამიწა გააღარიბო , ხეები და ყოველი არსი წარტაცო , იმ შენი აჩემების გამო- დატკბე  შიშველი ნათლით! შენ ბრიყვი ხარ!








No comments:

Post a Comment