Saturday, January 18, 2014

ნაწყვეტი "შაგრენის ტყავი"-დან (ონორე დე ბალზაკი)

     


     ადამიანი იშრიტება ორ ინსტიქტურად შესრულებულ აქტში , რომელიც აშრობს მისი არსებობის წყაროებს.ორი სიტყვა გამოხატავს სიკვდილის ამ ორი მიზეზის ყოველ ფორმას:სურვილი და ძალა.ადამიანური მოქმედების ამ ორ საზღვარს შორის არსებობს კიდევ სხვა ფორმულა, რომელსაც ბრძენი ადამიანები ფლობენ  ; სურვილი გვწვავს , ძალა გვანადგურებს .მაგრამ ცოდნა ჩვენს სუსტ ორგანიზაციას მუდმივი მშვიდობიანობის მდგომარეობაში სტოვებს.ამგვარად, სურვილი ანუ ნდომა მოკვდა ჩემში , მოკლულლ იქნა აზრის მიერ; მოძრაობა ანუ ძალა დაიშალა ჩემი ორგანოიდების  ბუნებრივ თამაშში.ერთი სიტყვით, ჩემი სიცოცხლე მოვათავსე არა გულში , რომელიც ტყდება , არა გრძნობაში , რომელიც ჩლუნგდება , არამედ ტვინში , რომელიც არც ცვდება და ყველაფერზე უფრო დღეგრძელია.

      ყოველივეს მივაღწიე , იმიტომ რომ ყოველივე უგულებელვყავი. ჩემი ერთადერთი პატივმოყვარეობის საგანი დანახვა იყო. განა , დანახვა ცოდნას არ ნიშნავს ? რა გვრჩება ხელში მატერიალურიმფლობელობიდან ? მხოლოდ აზრი . თვით განსაჯეთ, რამდენად მშვენიერი უნდა იყოს ადამიანის ცხოვრება , რომელსაც ძალა შესწევს მთელი სინამდვილე ასახოს თავის აზროვნებაში და თავის სულში გადააქვს ბედნიერების წყაროები, რათა ათასი იდეალური სიამოვნება იგემოს , განწმენდილი მიწიერი ჭუჭყისგან. აზრია , ყველა სალაროთა გასაღები , იგი მდიდარი ძუნწის სიხარულს გვანიჭებს , მაგრამ მისი დარდებისგან გვათავისუფლებს. ამრიგად, მე ქვეყანაზე დავნავარდობდიდა ჩემი ავხორცობა ზღვების , ხალხების , ტყეების , მთების ცქერაში გამოიხატებოდა. ყოველივე ვიხილე , მაგრამ შეუშფოტებლად, დაუღალავად; არასოდეს არაფერი მომისურვებია , მხოლოდ ველოდი. სამყაროშიისე ვსეირნობდი , თითქოს ჩემი საკუთარი ბაღი ყოფილიყოს.რასაც ადამიანები მწუხარებას, სიხარულს , პატივმოყვარეობას, მარცხს, კაეშანსუწოდებენ , ჩემთვის მხოლოდ იდეებია, რომელთაც მე ოცნებად ვაქცევ, ვავითარებ.ისინი მართობენ, თითქოს რომანები ყოფილიყვნენ და მათ შინაგანი თვალით ვკითხულობდე. არასოდეს ჩემი სხეულის ასოები არ დამიღლია და ჯერ კიდევ სრულიად ჯანსაღი ვარ. ჩემმა სულმა ყველაძალა მიიღო მემკვიდრეობით , ეს მემკვიდრეობა არ გამიფლანგავს , ამიტომ ჩემს თავს უკეთესი ავეჯის მარაგი აქვს , ვიდრე ჩემს მაღაზიას...

   აქ არის ნამდვილი მილიონები , საუცხოო დღეებს ვატარებ , როცა გონების თვალსწარსულისკენ ვაპყრობ ; მე ვიწვევ მთელს ქვეყნებს , ლანდშაფტებს ,ოკეანის სახეებს , ისტორიულად მშვენიერ ფიგურებს. მე ფანტასტიკური ჰარამხანა მაქვს , სადაც ვფლობ ქალებს , რომელნიც არასოდეს მყოლია.ხშირად ვხედავ თქვენს ომებს, თქვენს რევოლუციებს და ვმსჯელობ , მათ შესახებ. ოჰ,როგორ შემიძლია უპირატესობა მივცე მთრთოლვარე , მსუბუქ, აღტაცებას მეტნაკლებად შეფერადებული სხეულით, მეტნაკლებად მომრგვალებული ფორმებით!როგორ შემიძლია თქვენი გაცრუებული სურვილების სიდუხჭირე ვამჯობინო იმ უზენაეს ნიჭს, რომელიც მიცვენებს სამყაროს თავისთავად , რომელიც მანიჭებს სივრცის დაბრკოლებათა და დროის ბორკილებით შეუბოჭველი მოძრაობის სიამოვნებას , ყველაფრის ათვისების, ყველაფრის დანახვის შესაძლებლობას.როცა სამყაროს კიდურზე ვიცქირები და სხვა სფეროებს ვეკითხები , ღმერთს ვუსმენ ...



No comments:

Post a Comment