Lou Doillon/ლუ დოლონი 31 წლის ფრანგი მსახიობი, მოდელი, მუსიკოსი და მხატვარია. მისი დედა ბრიტანელი
მსახიობი და მომღერალი ჯეინ ბირკინია. ლუს ნახევარ დაა შარლოტა გენსბურგი და ფოტოგრაფი კეიტ ბარი. ლუ პირველად ფილმში 90-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ არაერთ ფილმში ვიხილეთ. ის ნიუ-იორკში შვილთან ერთად ცხოვრობს, თუმცა პარიზში მისი შემოქმედებითი სამყაროა. მას ხშირად ხშირად უწევს წითელ ხალიჩაზე პოზირება, სადაც მუდამ უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით, დახვეწილად და ელეგანტურად იცვამს. ქუჩაში ან მეგობრების წრეში, უპირატესობას ანიჭებს ჯინსებს, ტყავის ქურთუკს, შავ პიჯაკსა და უბრალო მაისურებს.
მისი საყვარელი ფერია შავი, თუმცა სხვადასხვა აქსესუარებით ის მის გარდერობს ფერებსაც მატებს.
* ლუ სახლს არასდროს ტოვებს მისი ქუდის გარეშე.
* ლუქებს ყოველთვის უმატებს სახასიათო დეტალებს, მაგალითად ღილებს ან ა.შ. მისთვის მოდაა ნებისმიერი
გოგონა ქუჩაში, რომელსაც გააჩნია საკუთარი სტილი.
* ლუმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის არასოდეს უყურებს ტელევიზორს.
* მუსიკოსის საყვარელი ბენდია Siouxsie and The Banshees და ასევე უსმენს Patty Smith, Bod Dylan, David Bowie
და M.I.A-ს.
* სტილის აიქონი დოლონისთვის არის Edie Bouvier.
* ლუს აქვს ჩანთებისა და ფეხსაცმელების კოლექცია, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ხშირად ერთი და იგივე
ფეხსაცმელი აცვია. უყვარს დიდი ჩანთები, რათა მათში მოათავსოს წიგნები, მარკერები, სათამაშოები და აიპედი.
* ლუ ამბობს, რომ ადამიანის წარმოსახვა ულიმიტოა. ამიტომაც ცდილობს, იპოვოს საკუთარი თავი სამოსში
და იყოს მათში კომფორტულად.
* ის 12 წლის იყო როდესაც პირველი ტატუ და პირსინგი გაიკეთა.
No comments:
Post a Comment