Thursday, February 6, 2014

#"ფილინგზ" ფართ I




#1[თოვლი] ჩემი  ქუჩის ყველაზე გრძელ გზას მივუყვებოდი ,  ყინვა პიკს აღწევდა... პირდაპირ გზაზე მივდიოდი , მანქანებთან ერთად...ლამპიონების სინათლე ზემოდან დამცქეროდა,  ცრემლიი ნელ-ნელა მოცოცავდა გაწითლებულ კანზე და ნიკაპამდე ჩამოსვლას ვერც ასწრებდა ,მაშინვე იყინებოდა... ზედა ტუჩს კი ვიორთქლავდი , ისეე როგორც შენ მასწავლეე იმ შაბათის ყინვიან დღეს ... თითქოს ყველაფერი ლამაზი იყო.,ყოველ შემთხვევაში ასე ვხედავდი მეე ... მინდოდა ჩავხუტებოდიი იმ 6-7 წლის ბავშვს , რომელიცც ქუჩის ტროტუარზე იდგა და  დიდი სიხარულით დასცქეროდა თოვლის გუნდას .... . მინდოდა გულში ჩამკერა , რადგან მას უყვარდა თოვლი , ეს სილამაზე უყვარდა და აღიქვამდაა მას .... ტალახშიიც კი ამჩნევდა ამ სიქათქათეს...  შემდეგ გაიქცა შორს,ისე , რომ უკან არ მოუხედავს , მეც გავყევი ნელი ნაბიჯით...  მე კი მენატრებოდა, ისსს დიდთოვლიანი , „თეთრი“ ღამე ... რომლის წამებსაც შეენთან ერთად ვთელავდი საღამოს საათებში. 55 წამის განმავლობაში ვაკვირდებოდი , ჭარბთოვლიან ადგილს და 55 წამის განმავლობაში მახსოვრობაში აღვიდგინე შენთან ერთად გატარებული 3 საათი , გავიხსენე როგორ ვგუნდაობდით და როგორ  ვიყინებოდით...სევდა მომერია უფრო ძლიერ.... კანკალიი მდამეწყო, უკვე დაბინდებულიყო , ვიფიქრე სახლში წავსულიყავი ,  სადაც თბილი ოთახი დამხვდებოდა , თუმცა ამ ყინვიან საღამოს , გარეთ უფრო ვპოულობდი დიდ სითბოს , რადგან ეს საღამო თბილ მოგონებებს აღვიძებდა ჩემში.




#2 [11 წუთი ] ღამის 10 საათის შესრულებამდე 11 წუთი იყო დარჩენილი , როცა ჩემი ტელეფონი განათდა... ეს "სმს"-ი იყო ... 2 წუთის განმავლობაში გული იმაზე გაცილებით სწრაფად მიცემდა , ვიდრე მანამდე... გულში ვფიქრობდი , რომ შეიძლებოდა შეენი "სმს"-ი ყოფილიყო ... არაა , უფროს სწორად მე მინდოდა ასე... ამ ხნის განმავლობაში , დრო საშინლად გაიწელა , მეგონა ირგვლივ კადრებმა მოძრაობა შეწყვიტეს , ალბათ იმიტომ რომ შენ ირგვლივ მომხდარ ყოველგვარ ცვლილებაზე გაცილებით მეტი ხარ ჩემთვის... შენ სხვისთვის "ჩემი მინისამყარო ხარ"  , ჩემთვის კი- სწორედ ის სამყარო , რომელიც უზარმაზარია.2 წუთის შემდეგ ტელეფონი ხელში ავიღე სწრაფად და ისეთი გრძნობა იყო , თითქოს ჩემი გული ერთ-ერთი სანაპირო იყო , რომელსაც ცუნამი დააატყდა თავს და მთლიაანად მოგლიჯაა ადგილიდან ... 




No comments:

Post a Comment