Saturday, February 1, 2014

Beth Hart - ბეთ ჰარტი

    ჰარტი ,42 წლის მომღერალი ქალი , რომელიც მთლიანად გაჟღენთილია თავისი რეპერტუარით. მისი უხეში ხმის ტემბრი  სხვა განზომილებაში მაგდებს , ბეთის მოსმენისას მთლიანად ვმოგზაურობ მის სამყაროში... ის არამარტო მღერის , არამედ თითოეული შესრულების დროს , თითქოს თავის მსმენელს რაღაცას უამბობს ...ჰარტი ყოველთვის  ემოციური და ამაღელვებელია . შემიძლია მუდმივად ვუსმინო მას და ერთი და იგივე  გრძნობა მეუფლებოდეს ^^





„მე ვიცნობ საკუთარ თავს, ვიცი ვინ ვარ და დიდი ხნის განმავლობაში მძულდა საკუთარი თავი. მრცხვენოდა იმის, როგორც ვცხოვრობდი. ყოველთვის ამბიციური ვიყავი და მიყვარდა მუსიკა, მაგრამ როცა გამოჩნდა ასეთი შესანიშნავი შესაძლებლობა გავიფიქრე, რომ არ ვიმსახურებდი ამას.“




„1 კვირით ადრე, სანამ მე და სკოტი (მისი ტურების მენეჯერი) დავქორწინდებოდით (2001წ), უკანასკნელად მივიღე ჩემი საყვარელი ნარკოტიკი, კლონოპინი და ციხეში მოვხვდი. იქიდან გამოსვლის შემდეგ კი წავედით ვეგასში და დავქორწინდით. მან არ დამტოვა, როცა დავკარგე კონტრაქტი, ვეჩხუბე ოჯახს და მეგობრებს, მაშინ, როცა არ მაინტერესებდა, მოვკვდებოდი თუ არა. ის ჩემ გვერდით იყო და მაძლიერებდა.“




„დედაჩემი ამბობდა: მუსიკა ლამაზი ქალივითაა, ხედავ მას ბართან, მიდიხარ ელაპარაკები, შეიძლება, სახლში მიგყავს, მაგრამ თუ მას სათქმელი არაფერი აქვს, არარასდროს უბრუნდები. მაგრამ მე ასე არ ვარ, დღეში 16-18 საათი აივნიდან პიანინომდე სიარულს ვუნდები და ამ დროს ვწერ ტექსტს. ჩემი ქმარი კი მიყურებს, როგორ დავდივარ და ვლაპარაკობ საკუთარ თავთან, მაგრამ მე ეს მიყვარს“.












 

No comments:

Post a Comment